saqarTvelos mwvervalebi - SCurovski

 

შჩუროვსკი - კლდოვანი მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებაზე - ჩათინის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4269 მ. მდებარეობს მწვერვალ უშბის სიახლოვეს. აგებულია გრანიტებით და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. არის მწვერვალზე მისასვლელი რამდენიმე მარშრუტი. სახელი ეწოდა რუსეთის სამთო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებლის ვ. შჩუროვსკის პატივსაცემად.